ძველი ანაგის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ზეიმი
29-12-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.

ისინი პედაგოგების, მეგობრების, მშობლებსა და მიწვეულ სტუმრების წინაშე საინტერესო ნომრებით წარსდგნენ. ღონისძიებაზე შესრულდა სამეჯლისო ცეკვები. გარდა ამისა, ჩატარდა შეჯიბრებები: კითხვა-პასუხში, სიმღერის შესრულებაში, საუკეთესო დალოცვაში, ნაძვის ხის სწრაფად აწყობაში და სხვა. ბოლოს კი, თოვლის ბაბუამ საჩუქრებით ყველა გაახარა.

მეოთხეკლასელები და მათი კლასის დამრიგებელი ლია ჯალიაშვილი საუკეთესო, ლამაზ წელს უსურვებენ სრულიად საქართველოს.

„ფერიები და ფიფქები გვამოგზაურებდნენ ჯადოსნური სარკის დახმარებით სხვადასხვა ადგილებში და გვაცნობდნენ ტყის ბინადრების საახალწლო სამზადისს თუ მოსწავლეთა მეჯლის-ვიქტორინას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203