მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება კოხტის საჯარო სკოლაში
29-12-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლაში, დიდი იმედებითა და ამაღლებული განწყობით ელიან 2024 წელს. 

განწყობის ამაღლების მიზნით, სკოლაში, მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძება გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი შემართებით მონაწილეობდნენ. 

ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და ბედნიერი შობა უსურვეს. 

„მიიწურა ნაყოფიერი, სიახლეებითა და სიხარულით სავსე 2023 წელი და ვეგებებით ახალ 2024 წელს! ახალი იმედებით, შემართებით, ენერგიითა და ენთუზიაზმით. სკოლა გილოცავთ დამდეგს! გისურვებთ ულევ სიხარულს, სიკეთეს, ბედნიერებასა და წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 













 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203