„საახალწლო ზღაპარი“ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში 
29-12-2023

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობა და დიდი ჟრიამული იყო.

პედაგოგ მაია მილაშვილის სადამრიგებლო მესამე კლასის მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი სასკოლო საზოგადოებას შესანიშნავი წარმოგენით - „საახალწლო ზღაპარი“ მიულოცეს.

სცენაზე ერთმანეთს ელფები, თოვლის პაპა, ფიფქია, თოვლის დედოფალი, კეთილი ჯადოქარი, გოგონა და ღონისძიების წამყვანი ოსტატურად ენაცვლებოდნენ. 

„მოსწავლეებმა ერთხელ კიდევ დაგვანახვეს, რომ სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია. შესრულდა მათთვის დაწერილი სიმღერა, რისთვისაც დიდი მადლობა მარიამ ტალიაშვილს. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203