საინტერესო აქტივობებითა და მრავალფეროვანი ღონისძიებებით გაჯერებული პირველი სემესტრი წალკის N2 საჯარო სკოლაში 
29-12-2023

წალკის N2 საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი გაჯერებული იყო სხვადსხვა შემეცნებითი, შემოქმედებითი თუ სახალისო ღონისძიებებითა და აქტივობებით. 

სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს, პირველ სემესტრში ჩატარებულ აქტივობებს, რომელიც მოსწავლეთა დიდი მონდომებითა და შემართებით ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში დამრიგებლების ხელმძღვანელობით, საოცარი, საახალწლო წარმოდგენები მოეწყო, რომლებშიც მოსწავლეთა 90% იყო ჩართული. 

ასევე, კიდევ ერთი, უკვე ტრადიციადქცეული, საახალწლო აქცია გაიმართა, უშუალოდ სკოლის პერსონალისა და მოსწავლეთა ჩართულობით, შეგროვდა საარსებოდ აუცილებელი პროდუქცია და ტკბილეული, რომელიც გადანაწილდა 6 ოჯახში. 

აღსანიშნავია, რომ დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილე მოსწავლესა და სავაჭრო ობიექტს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო აქციაში და უსასყიდლოდ გადასცეს პროდუქცია.

„სიკეთე გადამდებია!“, - აქტივობა ამ იდეით იყო განმსჭვალული. 

სკოლაში, ასევე, სპორტის მასწავლებლის თამაზ მიქელაძის ხელმძღვანელობით გაიმართა შიდასასკოლო ტურნირი ჭადრაკში, რომლის მიზანიც იყო ახალგაზრდებში ჭადრაკის პოპულარიზაცია. გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

I  ადგილი - შალვა სუბელიანი X კლასი;

II ადგილი - გიორგი ნიკურაძე IX კლასი;

III ადგილი - გიორგის ჩახიდის VI კლასი.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებს სკოლისგან საჩუქრად შესაბამისი ხარისხის დიპლომები და ჭადრაკის დაფები გადაეცათ. 

ასევე დიდი სიამაყით გვამცნობს სკოლა, რომ სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოვლინდნენ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სკოლები. ქვემო ქართლიდან შევიდა 57 საკონკურსო განაცხადი, რომლიდანაც 15-მა მოიპოვა გამარჯვება, აქედან ერთ-ერთი კი სწორედ წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის პროექტია - „მე და შენ ტრადიცია არ გვყოფს - ორივე ბავშვები ვართ!“. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203