დაუვიწყარი საახალწლო დღესასწაული ჯვარას საჯარო სკოლაში
29-12-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლაში საახალწლო სამზადისია, რომელშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.
სკოლაში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც ბავშვებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ეს დღე ნამდვილი დღესასწაული იყო ჯვარას სკოლი აღსაზრდელების, პედკოლექტივისა და დამსწრე საზოგადოებისათვის. საახალწლო განწყობა ამაღლებული და ფრთებშესხმული იყო უამრავი ლექსით, ცეკვით, სიმღერით, პიესებით და სხვა აქტივობებით“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია, თუმცა ბავშვებმა შეძლეს ეს დღე დღესასწაულად ექციათ.
„ჩვენი სკოლის შემთხვევაში მოსწავლეთა რაოდენობას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან რაოდენობრივად მცირე ჯგუფმა თავი ისახელა და დამსწრე საზოგადოების წინაშე შთამბეჭდავად აჩვენეს შესაძლებლობების მაქსიმუმი“, - გვიყვებიან სკოლაში.
სკოლაში დამდეგ შობა-ახალს წელს ყველას ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
„ჯვარას საჯარო სკოლა ვუერთდებით მთელი ქვეყნის სიხარულნს, ახალი წლის მობრძანებას და ამ მაღალმთიანი და ძალიან მცირეკონტიგენტიანი სკოლიდან ყველას გილოცავთ დამდეგს! ჩემო მამულო, ფეხბედნიერი იყოს შენთვის ახალი წელი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს