ძველი ანაგის საჯარო სკოლაში ბავშვთა სტუდიის სადებიუტო შემოქმედებითი საღამო გაიმართა
29-12-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში ბავშვთა სტუდია „მშვიდობის“ სადებიუტო შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ანსამბლის წევრები მსმენელების წინაშე ქართული ფოლკლორული სიმღერებით პირველად წარდგნენ. 

ღონისძიებას ადგილობრივი თივთმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, ბავშვთა სტუდია „მშვიდობა“ რამდენიმე თვეა რაც დაარსდა. სამომავლოდ, სტუდია მსურველებს სხვადასხვა მუსიკალური საკრავების შემსწავლელ წრეებს და ტრადიციული ქართული საგალობლების შესწავლას შესთავაზებს. 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ბავშვთა სტუდია „მშვიდობას" და მის ხელმძღვანელს - მარიამ ტალიაშვილს ულოცავს სადებიუტო საღამოს და წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203