ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო წარმოდგენა 
29-12-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ზარ-ზეიმია. მოსწავლეები ახალ წელს დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით ელოდებიან.

სკოლის Vბ კლასმა, რომლის დამრიგებელი სოფიო სოფრომაძეა, საახალწლო ღონისძიება მოაწყო. მათი ჩართულობითა და მონაწილეობით სკოლაში საზეიმო განწყობა სუფევდა.

„მონდომებულმა მოსწავლეებმა დიდი შემართებით შეასრულეს დაკისრებული მოვალეობები და მსახიობური ოსტატობით განასახიერეს გმირები“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეთა შემოქმედებითმა უნარებმა და შესაძლებლობებმა სასკოლო საზოგადოები დიდი მოწონება დაიმსახურა.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთათვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203