„ახალი წელი, ახალი იმედებით“- ცინარეთის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებამ 2023 წელი ღონისძიებით გააცილა
29-12-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინარეთის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
სკოლაში საახალწლო ღონისძიება - „ახალი წელი, ახალი იმედებით“ გაიმართა. მას მასწავლებელი შაქრო დავითაძე ხელმძღვანელობდა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სხვადასხვა ნომერი წარადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სახალისო და საინტერესო იყო.
„გულითადად ვულოცავთ მოსწავლეებს, მათ ოჯახებს, თანამშრომლებს და სრულიად საქართველოს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს - შობა-ახალ წელს და ვუსურვებთ ბედნიერებას, სიკეთეს, ულევ სიხარულს“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს