ტყიბულის N6 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა პირველკლასელებს ნაძვის ხე საზეიმოდ აუნთეს 
29-12-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოსა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საინტერესო საღამო გაიმართა.

XII კლასის მოსწავლეებმა I კლასის მოსწავლეებს სკოლის ნაძვის ხე აუნთეს. მოსწავლეებმა ერთმანეთს მიულოცეს დამდეგი ახალი წელი და წარმატებები უსურვეს.

იქ მყოფთ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სიტყვით მიესალმნენ I და XII კლასის დამრიგებლები, ასევე სკოლის პედაგოგები. ღონისძიებას უძღვებოდნენ მარიამ შარვაძე და გიორგი ყიფიანი.

ეს დღე მოსწავლეთათვის დასამახსოვრებელი, საინტერესო და ხალისიანი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203