წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამოფენა-გაყიდვით შეგროვებული თანხით სოფელში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი გაულამაზეს
29-12-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, VII კლასის მოსწავლეებმა, მათი მშობლებისა და დამრიგებლის - ზურაბ ყუშიტაშვილის აქტიური ჩართულობით, ტკბილეული და საკვები მოამზადეს, შემდეგ კი მათი საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გამართეს.

მოსწავლეებისა და დამრიგებლის ინიციატივით, გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხით სოფელ წინწყაროში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს დამდეგი შობა-ახალი წელი გაულამაზეს.

„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მეშვიდე კლასის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ მოსწავლეებს, მათ დამრიგებელს ამ სასიკეთო საქმის წამოწყებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს წამოწყება ტრადიციად გადაიქცევა ჩვენს სკოლაში“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203