
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პროექტი - „ხელოვნება, როგორც გამოხატვის საშუალება“, განახორციელეს.
პროექტი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფარგლებში გაიმართა და გაჯერებული იყო სხვადსხვა მრავალფეროვანი აქტივობებით.
პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები გახლდათ:
1. ჩატარდა გამოკითხვა სასკოლო საზოგადოებაში;
2. შეიქმნა ნამუშევრები, რომლის მთავარი კონცეფცია იყო „პროტესტი ომის წინააღმდეგ“;
3. გაიმართა საკლასო კონფერენცია თემაზე „ხელოვნება, როგორც გამოხატვის საშუალება“.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ორგანიზატორი მაია ახალკაციშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: