გუბის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული საახალწლო ღონისძიება
29-12-2023

ვლადიმერ ჯანჯღავას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გუბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2023 წელი ღონისძიებით გააცილეს და ახალ 2024 წელს, დიდი იმედებით, ენთუზიაზმით, სიხარულით ეგებებიან. 

როგორც გვიყვებიან, ნიჭიერმა მოსწავლეებმა სახალისო და საინტერესო ღონისძიება შესთავაზეს სასკოლო საზოგადოებას. მათ ლექსები წაიკითხეს, სიმღერები და ცეკვები შესანიშნავად შეასრულეს, სახალისო სკეტჩები გაითამაშეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

აქტივობაში ისინი დიდი ხალისით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

„ყველას გილოცავთ დამდეგს! ჩვენს ქვეყანას ვუსურვებთ მშვიდობას, სიკეთეს, ხვავსა და ბარაქას, გონიერ და ბეჯით მომავალ თაობებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203