სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს
29-12-2023
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში საახალწლო განწყობაა. 

აღსანიშნავია, რომ პანსიონის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს. წლის განმავლობაში კი, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა, რა თქმა უნდა, არც ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა დარჩენილა, როგორც შობა-ახალი წელია. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

„გილოცავთ, დამდეგ შობას და ახალ წელს! ბედნიერი 2024 წელი მობრძანებულიყოს! გვიყვარხართ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203