
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში, მრავალფეროვანი საახალწლო ვიქტორინა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი შემართებით ჩაერთნენ.
ვიქტორინაში, V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, მათ თავიანთი ცოდნა საუკეთესოდ წარმოაჩინეს და ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები სიგელებით და სუვენირებით, დაჯილდოვდნენ, რამაც მათი საახალწლო განწყობა მეტად აამაღლა.
ღონისძიების ორგანიზატორი კი, პედაგოგი ნანა ზაალიშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები: