საახალწლოდ მორთული საბუეს საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სრულიად საქართველოს დამდეგ შობა- ახალ წელს ულოცავენ
29-12-2023

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლა წინასაახალწლოდ, მრავალფეროვანი დეკორაციებით მოირთო და კლასებში ნაძვის ხეები აციმციმდა. 

მრავალფეროვანი გარემოდან კი, საბუეს საჯარო სკოლა სრულიად საქართველოს დამდეგ შობა - ახალ წელს, საუკეთესო სურვილებით ულოცავს. 

აღსანიშნავია, რომ საახალწლო სამზადისში მოსწავლეები დიდი სურვილითა და შემართებით იყვნენ ჩართულნი, ამაღლებული განწყობითა და დიდი იმედებით კი, მოუთმენლად ელიან, ახალ 2024 წელს. 

საბუის საჯარო სკოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო: 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203