„ჩვენ და კომპიუტერი“- ორლოვკის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ღია გაკვეთილი
29-12-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება.

ამჯერად, V კლასში, ისტ-ის მასწავლებლის - ბავაკან ჯაღაცპანიანის ხელმძღვანელობით, თემაზე - „ჩვენ და კომპიუტერი“ ღია გაკვეთილი ჩაატარდა. მეხუთეკლასელებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, საინტერესოდ ისაუბრეს, ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, მასწავლებელმა გაკვეთილი ძალიან საინტერესოდ ჩაატარა და მეხუთეკლასელებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა. მათ თემის შესაბამისი კედლის გაზეთი მოამზადეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203