„როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში?“- ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია
29-12-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მამოტივირებელ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, X და XI კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლის მანუშაკ კიურეღიანის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია - „როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვადასხვა ქვეყანაში?“  ჩაატარეს. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდა. მოსწავლეებმა დისკუსია გამართეს და განიხილეს, რომელ ქვეყანაში ზეიმობენ ახალ წელს უფრო საინტერესოდ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203