
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში I-IV კლასის მოსწავლეების მონაწილეობით მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი სადღესასწაულო განწყობითა და საახალწლო ღონისძიებით დასრულდა, სადაც წარდგენილი იყო მრავალფეროვანი მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომრები.
მოსწავლეების ნიჭიერებით აღფრთოვანებულმა საზოგადოებამ, მადლობა გადაუხადა ბავშვებს მრავალფეროვანი სანახაობისთვის.
სკოლაში, ერთმანეთს მიულოცეს დამდეგი ახალი წელი და სურვილები გაცვალეს.
„ბედნიერ და წარმატებულ 2024 წელს გისურვებთ!“, - აღნიშნეს სკოლაში.
იხილეტ ფოტოები: