ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პორტაბელური კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ
29-12-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებს - ლიზი დავითაძეს და ნატა ყურშუბაძეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

წარჩინებულ მოსწავლეთა დამრიგებლები - დოდო ბერიძე და ინგა რიონიძე არიან. 

სკოლის დირექცია და მასწავლებლები მათ ულოცავენ ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.

აღსანიშნავია, რომ დაჯილდოება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გაიმართა, სადაც რეგიონის მასშტაბით 452 წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცა კომპიუტერი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად ყოველწლიურად ახორციელებს პროგრამას - „ჩემი პირველი კომპიუტერი“, რომლის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203