საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში „წუნა და წრუწუნას“ კიდევ ერთი სასცენო ვერსია გაიმართა 
29-12-2023
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში მორიგი საახალწლო წარმოდგენა გაიმართა.

მე-3 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართველი დრამატურგისა და მსახიობის - ავქსენტი ცაგარელის - „წუნა და წრუწუნას“ კიდევ ერთი სასცენო ვერსია.

აღნიშნული ნაწარმოები ქართულ მულტიპლიკაციურ ფილმებში შედევრად ითვლება და უკვე 2 საუკუნეა აქტუალობა არ დაუკარგავს მაყურებელში.

კლასის დამრიგებელმა, მაია ხელაძემ პატარებს დაკვირვებით შეურჩია სახასიათო როლები. იუმორით გაჯერებულ ტექსტებში, პატარა მსახიობებმა სრულად წარმოაჩინეს მეტყველებისა და სასცენო ოსტატობის სხვადასხვა ნიუანსები.

სპექტაკლის მუსიკალურად გააფორმა - ნინო ბიბილურმა; სცენის დეკორაცია ეკუთვნის მხატვარ მარი მჟავიას;

წარმოდგენას ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი - ლალი მელივა, პედაგოგები და მშობლები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203