მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება ტომაშეთის საჯარო სკოლაში
29-12-2023

თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლაში დიდი საახალწლო ჟრიამულია. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მცირე კონტინგენტის მიუხედავად, სკოლაში დაუვიწყარი ღონისძება მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიხარულით ჩაერთნენ. 

საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი სანახაობა მოაწყვეს და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

ღონისძიების ბოლოს კი, მოსწავლეებმა ერთმანეთს დიდი სიყვარულით მიულოცეს დამდეგი ახალი წელი. 

„გილოცავთ ახალ წელს, დაესწარით მრავალს!“, - აღნიშნეს სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203