
ბათუმის N8 საჯარო სკოლის Vზ კლასის მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი აღნიშნეს.
მასწავლებელ ნანა მალაყმაძის კლასმა საახალწლო ღონისძიება - „ახალი წელი საქართველოს რეგიონებში“ მოაწყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ სასკოლო საზოგადოებას უამბეს, როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართველოს სხვადსხვა რეგიონებში და ჩვენი ქვეყნის კუთხეებში ამოგზაურეს.
ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მათ თემატური ნამუშევარიც დაამზადეს.
იხილეთ ვიდეოები და ფოტოები: