
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა.
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად საახალწლო ზეიმი მოაწყვეს. მათ ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ. ეს დღე დაუვიწყარი და ნაყოფიერი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: