წალკის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო კონკურსი მოეწყო
29-12-2023

წალკის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში, უცხოენოვანი კონკურსი - „მე ვიცი რუსული ანბანი“, გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ. 

აღსანიშნავია, რომ მე-5 კლასის მოსწავლეებმა რუსულ ენაში დაამთავრეს ანბანი, სახალისო კონკურსი კი, რუსული ენის პედაგოგმა ხათუნა გვიჩიანმა ჩაატარა. 

კონკურსი 26 დეკემბერს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელები. გამარჯვებულ მოსწავლეებს კი, გადაეცათ დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები, რომლებიც წინა წლის კონკურსის გამარჯვებულმა მოსწავლემ გადასცა.

სკოლაში მოსწავლეებს ულოცავენ ამ წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203