„ზღაპრები და რეალობა“ - გურკელის საჯარო სკოლის ისტორიის წრის მოსწავლეთა მორიგი საინტერესო შეკრება
29-12-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის გურკელის საჯარო სკოლაში ისტორიის წრე აქტიურად ფუნქციონირებს.

სკოლაში, ამჯერად, ისტორიის წრის შეკრება გაიმართა თემაზე - „ზღაპრები და რეალობა“. შეკრება ორ ეტაპად გაიმართა. 1-ელ ეტაპზე მოსწავლეებმა სხვადასხვა ზღაპარი განიხილეს - რა ეთნოგრაფიულ და ისტორიულ მასალას შეიცავს და რა არის გამოგონილი, გაზვიადებული. მეორე ეტაპზე კი მოსწავლეები თავად შეეცადნენ ზღაპრის შექმნას.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ყურადღებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა წარმოსახვით, შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენსა და განავითარებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203