არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება ინტელექტუალურ კონკურსში
29-12-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნრების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოწაფეებს არაერთ ღონისძიებაში რთავენ, მოსწავლეები კი აქტიურობით გამორჩევიან. 

28 დეკემბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაშის - „რა?, სად? როდის? შემოდგომა-ზამთრის - მუნიციპალური შეჯიბრი

არხილოსკალოს საჯარო სკოლის გუნდმა, შემადგენლობით - ნიკა ოგბაიძე, მარიამ ზაქაიძე, საბა კაპანაძე, მარიამ მჭედლური, ლუკა ძამაშვილი, დაჩი დაქუზაშვილი (დამრიგებელი მაყვალა ბურდული) მოიპოვა დამსახურებული II ადგილი.

გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და მონაწილეობის დამადასტურებელი სიგელი.

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ უფრო მეტ წინსვლას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203