
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში, საზეიმო განწყობა სუფევს, მოსწავლეები სიხარულით ელიან ახალი წლის შემობრძანებას.
სკოლაში, წინასაახალწლო შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა, რომელიც მრავალფეროვანი ნომრებით იყო გაჯერებული.
მოსწავლეებმა ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, მუსიკალური ნომრები შეასრულეს და თეატრალური წარმოდგენები დადგეს, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
დღე ემოციებით დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
„მადლობა მასწავლებლებს და მშობლებს მრავალფეროვანი ღონისძიებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლის დირექციაში.
იხილეთ ფოტოები: