ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს
29-12-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სადღესასწაულო განწყობაა.
მაია გორგილაძის სადამრიგებლო - IIIე კლასის მოსწავლეებმა დამგედი შობა-ახალი წელი იზეიმეს. აქტივობებში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მათ სხვადასხვა ნომერი შეასრულეს, იმღერეს, იცეკვეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.
აღსანიშნავია, რომ მათ სანტას ქუდები ამშვენებდათ. მოსწავლეებმა ახალი წლისა და ზამთრის შესახებაც ისაუბრეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია გაცვალეს.
მოსწავლეები დამდეგ შობა-ახალ წელს ყველას ულოცავენ.