ბათუმის N8 სკოლის მოსწავლე ანანო ჯინჭარაძე აჭარის 2023 წლის 10 საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენს შორის დასახელდა
29-12-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში აქტიური, ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი მათგანი პედაგოგ ნანა პაპუნიძის სადამრიგებლო - IX კლასის მოსწავლე ანანო ჯინჭარაძეა. ის აჭარის 2023 წლის 10 საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენთა შორის დასახელდა. 

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ანანოს ამ წარმატებას, მუდამ წარმატებით ევლოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203