„სად და როგორ ვიღებ განათლებას“ - ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია
29-12-2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
ახლახან, IV კლასის მოსწავლეებმა გამართეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია საგანში - „მე და საზოგადოება“.
თემის - „სად და როგორ ვიღებ განათლებას“ ფარგლებში ბავშვებმა შეისწავლეს ინსტიტუციის ცნება და სხვადასხვა პროფესიები. ამიტომაც კომპლექსური დავალება ითვალისწინებდა ტელესიუჟეტის მომზადებას იმ პროფესიის ადამიანებთან, რომელთაც მოსწავლეები შეარჩევდნენ რესპოდენტებად.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა დიდი გულმოდგინებით შეასრულეს სამუშაო და წარადგინეს პრეზენტაცია სკოლის ადმინისტრაციის, კათედრის წევრი მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლების, მშობლების და თანატოლების წინაშე.
„პატარა „ჟურნალისტები“ დეტალებში გვაცნობდნენ მუშა პროცესში წარმოქმნილ სირთულეებს თუ შთაბეჭდილებებს“,- გვიყვებიან სკოლაში.
საინტერესო კომპლექსური დავალება მოსწავლეებს პედაგოგმა - ლია ჯალიაშვილმა შესთავაზა.
სკოლა მადლობას უხდის მოსწავლეთა მშობლებს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და წარმატებას უსურვებს ბავშვებს პედაგოგ ლია ჯალიაშვილთან ერთად.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს