
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მე-2 კლასში წინასაახალწლო ჟრიამული და ამაღლებული განწყობაა.
მოსწავლეებმა, პედაგოგების: ა. სირაკანიანის და გ.ლულუკიაის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებისთვის, საზეიმოდ მოეწყო სასკოლო სივრცე, თემატურ კოსტიუმებში გამოეწყვნენ მოსწავლეები და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს.
მოსწავლეთა მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა ნომრებმა, თუ შთამბეჭდავმა ინსცენირებებმა დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები: