
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლის სამოქალაქო განათლებისა და ეკოკლუბის წევრები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, რუსთავში სპორტულ ტურნირს - „ფალავნობა 2023“-ს ეწვივნენ. ვიზიტის შედეგად, მოსწავლეებს უფრო მეტად აუმაღლდათ ცნობიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტიურობის აუცილებლობაზე, ნებისყოფასა და მიზანდასახულობაზე.
ისინი დიდი ინტერესით გულშემატკივრობდნენ მონაწილეებს, გახსნაზე მოისმინეს საქართველოს ჰიმნი. შეჯიბრის შედეგად, გამარჯვებული საქართველოს ფალავანთა ფალავანი - გურამ თუშიშვილი გამოვლინდა.
ვიზიტი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: