ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ფართო აუდიტორიის წინაშე შთამბეჭდავი ნომრებით წარდგნენ
29-12-2023
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში აქტიური, შემოქმედებითი, ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, ყვარლის კულტურის სახლში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომლის მიმდინარეობაშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, მათ შორის, ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, თემატური ნომრები წარადგინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი ყველას მიულოცეს. მათმა გამოსვლებმა მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს