
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასში, შთამბეჭდავი საახალწლო ზეიმი გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი კ. ღარიბიანი ხელმძღვანელობდა.
საახალწლოდ მორთულ კლასში, საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს, სასკოლო საზოგადოებას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებიც წარუდგინეს და დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები: