
თბილისის N217 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ახალ, 2024 წელს ამაღლებული განწყობით ეგებებიან.
სკოლაში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. ზეიმზე სკოლასთან არსებულმა მუსიკალური სტუდიის - „ლირას“ წევრებმა, რომლის ხელმძღვანელი ირმა ლიპარტელიანია შემოქმედებითი - მუსიკალური შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ეს იყო დიდი შრომისა და პასუხისმგებლობის წარმოჩენის დღე. ის მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
„გისურვებთ თქვენი უკიდეგანო შესაძლებლობები და ნიჭი, რომელიც უდაოდ გაქვთ ბოლომდე დაგეხარჯოთ უკეთესი მომავლისთვის. გვახარებს და გვეამაყება, როცა სცენაზე ამომავალ ვარსკვლავებს ხედავ. წარმატებებს გისურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: