ზღაპრული საახალწლო ღონისძიება ორჯის საჯარო სკოლაში
29-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში ზღაპრული საახალწლო ღონისძიება, მოსწავლეთა დიდი აქტიურობითა და ჩართულობით გაიმართა. 

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას დამდეგი შობა- ახალი წელი დაუვიწყარი ღონისძიებით მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება პედაგოგების - ვარდითერ იუზბადიანისა და სათენიკ კარაპეტიანის ხელმძღვანელობით მოეწყო. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება საინტერესო იყო, საახალწლო დეკორაციებით მორთული და ჯადოსნური გარემო საზეიმო განწყობას ქმნიდა.

ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებმა ერთმანეთს დამდეგი ახალი წელი, საუკეთესო სურვილებით მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203