ხონის N2 სკოლის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი ტკბილეულისა და საკვები პროდუქტის საწარმოში
29-12-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პროექტ „ფინანსური წიგნიერება და მეწარმეობის“ ფარგლებში, გორდში, საწარმო „გორდულის“ ესტუმრნენ.
მოსწავლეებს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: მაია მაჭარაძე და მადონა გოფოძე.
მოსწავლეებს როგორც სკოლაში გვიყვებიან, შესანიშნავი გიდობა გაუწია თავად საწარმოს ხელმძღვანელმა - გია ღაჭავამ, რომელმაც მოსწავლეებს გააცნო საწარმოს დაარსების ისტორია, ესაუბრა მეწარმისთვის აუცილებელ უნარებზე, თუ როგორ შეიძლება ამ უნარების ჩამოყალიბება სასკოლო ასაკიდან, გააცნო საწარმოში დამზადებული ნატურალური პროდუქტების, ტკბილეულის მრავალფეროვნება და ხარისხი.
მოსწავლეები ხალისით ჩაებნენ ჩურჩხელების ამოვლების პროცესში, დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ნუგბარი.
„საწარმოს პროდუქტი არა მარტო ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო მასშტაბით არის პოპულარული, განსაკუთრებით მოსწონთ უცხოელ ტურისტებს. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, მადლობა ბატონ გიას გულითადი სტუმრობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ეს დღე მოსწავლეთათვის ნაყოფიერი, დაუვიწყარი და ხალისიანი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს