„ჯადოსნური ზღაპარი“ -  დიდი საახალწლო ჟრიამული აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში
29-12-2023

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში, შთამბეჭდავი ზეიმი - „ჯადოსნური ზღაპარი“, გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიხარულით ჩაერთნენ. 

ღონისძიება, მართლაც ჯადოსნური იყო, რასაც ხელოვნების პედაგოგის - ვალიდა კვინიხიძის დახმარებით მოსწავლეების მიერ შექმნილი, აციმციმებული, ხელოვნური ტყე აფორმებდა. 

არანაკლებ შთამბეჭდავი გახლდათ, მუსიკის მასწავლებლის - თამარ კუჭაძის მიერ შექმნილი პიესა და მოსწავლეების გათამაშებული როლები.

საღამო დააგვირგვინა თოვლის ბაბუასთან, მოსწავლეების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა და ცეკვებმა.

აღსანიშნავია, რომ დღის ბოლოს, მოსწავლეებმა საჩუქრები მიიღეს და მხიარულად დაასრულეს „ჯადოსნური ზღაპარი“. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203