ხონის N2 სკოლის პედაგოგი ნინო უგრეხელიძე ევროინტეგრაციის საკითხებზე გამართულ დებატების ტურნირში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
29-12-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ერთ-ერთი ასეთი პედაგოგია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო უგრეხელიძე. ის პროექტის - „საგანმანათლებლო დებატკლუბები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდა, სადაც ჩატარდა მასშტაბური დებატების ტურნირის ნახევარფინალი და ფინალი.

აღნიშნულ ღონისძიებაზე გამოვლიდნენ გამარჯვებულები და საუკეთესო მომხსენებლები.

გარდა ამისა, როგორც გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, ჩართული მასწავლებლები და მოსწავლეები სერტიფიკატებით დაჯილოვდნენ.

მათ შორის იყო პედაგოგი ნინო უგრეხელიძე, რომელსაც დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე დებატების ტურნირში აქტიური მონაწილეობისათვის სერტიფიკატი გადაეცა.

„პროექტი ხორციელდება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებითა და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან თანამშრომლობით. პროექტი აერთიანებს 70-ზე მეტ პედაგოგს და 850-მდე მოსწავლეს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, - აღნიშავენ სკოლაში.

სკოლაში როგორც მოსწავლეთა, ასევე პედაგოგთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203