დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი იზეიმეს
29-12-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში დირექციის, მოსწავლეთა თვითმმართველობის, კლასის დამრიგებელთა და მშობელთა ჩართულობით, საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. ისინი საზეიმოდ გამოეწყვნენ, სხვადასხვა თემატური ნომერი შეასრულეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და მაყურებელთა მოწონება დაიმსახურეს.
„მომავალ თაობას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 2024 წელი ყოფილიყოს სიხარულის, სიყვარულის, წარმატების, სიკეთის, ხვავისა და ბარაქის მომტანი თითოეული თქვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს