ფლევის საჯარო სკოლის V-VII კლასების მოსწავლეებმა ვაჟა- ფშაველას „სათაგური“ სპექტაკლად აქციეს 
29-12-2023
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლაში აქტიური, ნიჭიერი და განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები სწავლობენ.

ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებას ახორციელებენ. ამჯერად, V-VII კლასების მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოების წინაშე ვაჟა- ფშაველას „სათაგური“ გაითამაშეს. მათ სამსახიობო ოსტატობა გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და მაყურებლის მოწონება დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები შესაბამისად გამოეწყვნენ და საკუთარი როლები დამაჯერებლად ითამაშეს.

„ახლა „სათაგვეთიდან“ გილოცავთ შობა-ახალ წელს! მადლობა ბავშვებო, მიყვარხართ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203