ზიკილიის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა
29-12-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაში საშობაო განწყობის შესაქმნელად და გასახალისებლად მრავალფეროვანი ღონისძიება მოეწყო. 

ღონისძიებაში, პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები აქტიურად, დიდი ხალისითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი. 

მრავალფეროვნად მორთული გარემო, საახალწლო თემატიკით მოკაზმული, გახარებული მოსწავლეები და ამაღლებული განწყობა - ასეთი წინასაახალწლო დღეებია ზიკილიის საჯარო სკოლაში. 

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა ერთმანეთს მიულოცეს დამდეგი ახალი წელი და ოცნებების ასრულება უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203