ოლადაურის საჯარო სკოლის თეატრალური დასის წარმატება მასშტაბურ ფესტივალში
29-12-2023
შუახევის მუნიციპალიტეტის ოლადაურის საჯარო სკოლის თეატრალური დასის - „ოლადა“ წევრები სხვადასხვა კონკურსსა და ფესტივალში აქტიურად ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ამჯერად, დასის წევრები ბათუმში გამართულ საყმაწვილო სასკოლო თეატრალური დასების ფესტივალში მონაწილეობდნენ. ისინი მაყურებლის წინაში სპექტაკლით - „ქეთევან წამებული“ წარდგნენ, რისთვისაც დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
მათ ნომინაციაში - „გამორჩეული სპექტაკლი“ პრიზიც მოიგეს და სკოლა ასახელეს. აღსანიშნავია, რომ დასის ხელმძღვანელი ჟუჟუნა მაკარაძე გახლავთ.