„მზიანი გული“- ფლევის საჯარო სკოლაში საინტერესო სასწავლო პროექტი მიმდინარეობს
29-12-2023
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება ეწყობა.
სკოლაში საბაზო საფეხურზე არაერთი სასწავლო პროექტი მიმდინარეობს. მათ შორის არის პროექტი - „მზიანი გული“, რომელიც მწერალ ნოდარ დუმბაძის 95-ე წლისთავს მიეძღვნა. მოსწავლეები მასში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„მიყვარხართ ბავშვებო! თქვენ არაჩვეულებრივები იყავით სასკოლო სცენაზე, ვამაყობ თქვენით და მჯერა, პროექტის ფარგლებში, ბევრ საინტერესო აქტივობას განვახორციელებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს