
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეების ქველმოქმედობასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან.
წინასაახალწლოდ, მე-8ა კლასის მოსწავლეები და კლასის დამრიგებელი ეკატერინე ტეტუნაშვილი ეწვივნენ ქარელის სათნოების სახლს - „სალბუნს“.
მოსწავლეებმა და პედაგოგმა, მასპინძლებს საახალწლო ნობათი მიართვეს და ცეკვითა და სიმღერით გაულამაზეს საღამო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, სახლის დიასახლისმა ლალიმ, მადლობა გადაუხადა სტუმრებს საქველმოქმედო ღონისძიებისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაც მადლობას უხდის მასპინძელს, გულითადი მასპინძლობისთვის.
იხილეთ ფოტოები: