
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და წარჩინებული მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა მიხეილ მაკარაძე.
მიხეილი საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისა და წარმატებული სწავლისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა.
სკოლაში, მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.