მოსწავლეებმა იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და თავიანთი შემოქმედება მაყურებლების წინაშე ქართულ და სომხურ ენებზე წარმოადგინეს. ბავშვების შემოქმედებითმა ნიჭმა და შესაძლებლობებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები და თემის სხვა წარმომადგენელები. დამსწრეებმა მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.
ასევე, სკოლის დირექტორმა - ნორაირ აკოპიანმა მადლობა გადაუხადა დამსწრე თემის წარმომადგენლებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს