ნიგოითის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა და ჯადოსნური საახალწლო ზეიმი
29-12-2023
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს.
სკოლაში, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, ლამაზი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, მათ შორის თეატრალური წარმოდგენა გაითამაშეს, იცეკვეს და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
მოსწავლეებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ჯადოსნური საახალწლო განწყობა აჩუქეს.
აღსანიშნავია, რომ ნიგოითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს