
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში, პოეზიის საღამო მოეწყო, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი მართა ტაბატაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც ამბობს , რომ პოეზია მხატვრული აზროვნების და ესთეტიკური გემოვნების ფორმირების საუკეთესო საშუალებაა.
როგორც პედაგოგი გვიყვება, თანამედროვე ადამიანის წინაშე, შეიძლება, როგორც არასდროს, ისე იდგას საკითხი: სად არის პოეზია? რას მიიჩნევთ ნამდვილ პოეზიად? ხომ არ გავუცხოვდით მის მიმართ? - სწორედ იმიტომ, რომ ბავშვებს სცოდნოდათ პოეზიის როლი, პედაგოგმა პოეზიის საღამოს მოწყობა გადაწყვიტა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძების მიზანი იყო მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, ლიტერატურული ცოდნის განმტკიცება.
აღსანიშნავია, რომ ბავშვები თავისუფლად წარსდგნენ დიდი აუდიტორიის წინაშე და მხატვრულად წაიკითხეს ქართველი პოეტების ლექსები, იმღერეს, იცეკვეს და მეტი თავდაჯერებულობა შეჰმატეს თავიანთ გამოცდილებას.
იხილეთ ფოტოები: