
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ახალი წლის შემობრძანებას ამაღლებული განწყობით ეგებებიან.
სკოლაში, პედაგოგ ანგინ ტიტოიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა საახალწლო ღონისძიება გამართეს. ზეიმზე ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარებითა და შესაძლებლობებით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს დირექციამ საჩუქრები გადასცა, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.
სკოლაში, მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: